• Ƀ/$

ინფლაციამ ვენესუელაში 2 688 000%-ს გადააჭარბა

25 თებერვალი 14:05, 2019 წელი | ეკონომიკა

ვენესუელაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურად ღრმავდება. ახალ რეკორდს ხსნის ინფლაციაც, რომელმაც იანვარში 2 688 770%-ს მიაღწია.

თუ სტატისტიკა არ ტყუის, რაშიც ეკონომისტები დარწმუნებულები არ არიან და კიდევ უფრო მძიმე რეალობას არ გამორიცხავენ, გამოდის, რომ სამომხმარებლო ფასები ერთ წელიწადში 26 887-ჯერ გაზრდილა. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ინფლაცია 2018 წელს არ დაწყებულა და თუ ბოლო 7 წლიან პერიოდს ავიღებთ 1 241 000 000%-იან ინფლაციას მივიღებთ, რაც ფასების 12.4 მლნ-ჯერ ზრდას ნიშნავს.



ვენესუელის დიქტატორის ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას ქვეყნების უმრავლესობა არ არ ცნობს, თუმცა ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალაუფლებას, კოლუმბიასთან და ბრაზილიასთან საზღვარს კეტავს, რათა ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი $4-ზე ნაკლებია ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვას, მომიტინგეებს კი პერიოდულად ცეცხლს უხსნის. ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ჩარევა დასაშვებად მიიჩნია, რაც კონგრესმა უარყო.


მსგავს თემაზე:

ვენესუელური ბოლივარი 1 წელიწადში 137 200 000%-ით გაუფასურდა


სანქციების გამო ვენესუელამ 2013 წლიდან $350 მლრდ დაკარგა


მადუროს შემდეგ საქართველოსა და ვენესუელას შორის ურთიერთობები აღდგება


მადურომ საზღვარი ბრაზილიასთანაც ჩაკეტა



სხვა სიახლეები