• Ƀ/$

კუბამ უტოპიურ კომუნიზმზე უარი თქვა, კუნძულზე კერძო საკუთრებას დაუშვებენ

26 თებერვალი 13:06 | ანალიტიკა

კუბაზე დიდი ცვლილებები იწყება. მოსახლეობამ რეფერენდუმით უტოპიური კომუნიზმის მშენებლობაზე უარი განაცხადა და კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომელიც კერძო საკუთრების დაშვებას გულისხმობს.

რეფერენდუმზე აქტიობამ განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულს 84%-ს გადააჭარბა. ამომრჩეველთა 86%-ზე მეტმა ხმა ცვლილებებს დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 9% წავიდა, 4%-მა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.


კონსტიტუციური ცვლილებები სოციალიზმის უარყოფას და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას არ გულისხმობს, თუმცა კერძო საკუთრების დაკანონება და ბიზნესის თუნდაც შეზღუდული ფლობის უფლება მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.


კუბაზე მმართველობის ფორმა 1959 წლის 1 იანვრიდან რევოლუციის გზით შეიცვალა. 2006 წლამდე მას ერთპიროვნულად ფიდელ კასტრო მართავდა, 2006 წლიდან კი მართვის სათავეები მისმა ძმამ რაულ კასტრომ გადაიბარა.


კომუნისტური მმართველობის დამყარებისთანავე ვაშინგტონმა ჰავანას მკაცრი სანქციები დაუწესა, რამდენჯერმე უშედეგოდ კასტროს ლიკვიდაციაც სცადა. დათბობა ობამას დროს 2015 წელს დაიწყო როდესაც კუბაზე აშშ-ის საელჩო გაიხსნა, რასაც მალევე სკანდალი მოჰყვა. აშშ-მა კუბა დიპლომატებზე აკუსტიკურ თავდასხმაში დაადანაშაულა.


ბოლო 30 წელიწადში კუბაზე 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი (210 წლის მუდმივ ფასებში დათვლით) 53%-ით $4300-დან $6580 გაიზარდა, მაშინ როცა განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკის მქონე ჩილეში ზრდამ იმავე პერიოდში 192% შეადგინა და ამჟამად 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი ჩილეში კუბის მაჩვენებელს 2.3-ჯერ აღემატება.


ჩინეთის გასაოცარი ტემპით ზრდა, სწორედ დენ სიაო პინის ეკონომიკურ რეფორმებსა და კერძო საკუთრების დაშვებას უკავშირდება. 1985 წელს კუბაზე 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი $4700-ს შედგენდა, ჩინეთში კი მხოლოდ $540-ს, ანუ 8.7-ჯერ ნაკლებს, 2017 წელს კი ჩინეთმა კუბას უკვე 1.1-ჯერ გაუსწრო. კუბა რა თქმა უნდა ჩინეთის მასშტაბების არ არის და ზესახელმწიფო ვერასდროს გახდება, მაგრამ მცირე ზომის ქვეყნის ტრანსფორმაცია ბევრად უფრო ადვილია.


მსგავს თემაზე:

სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში


ინფლაციამ ვენესუელაში 2 688 000%-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები