• Ƀ/$

"ვისოლის" დამფუძნებელი თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს

26 თებერვალი 13:23 | კომპანიები

ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ „თიბისი ბანკის“ სტაბილურობაზეა დამოკიდებული საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობა.

ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ ბედი ამ ეტაპზე გარკვეულია და ისევე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც აქამდე.


ამასთან, ფხაკაძე თავს იკავებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილების შეფასებისგან.


„თიბისი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და ჩვენ, როგორც ინსტიტუცია, ვიცავთ ინსტიტუციას. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომლებმაც ამ ბანკის საკითხი დავაყენეთ მთავრობასთან და მათგანაც შესაბამისი დაპირება მივიღეთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


მსგავს თემაზე:

ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება


ბიზნესომბუდსმენი თიბისის საქმეზე მეტ გამჭვირვალობას ითხოვს


სებისთვის თიბისი ბანკის საქმეზე საპარლამენტო დებატების ფორმატი მიუღებელია



სხვა სიახლეები