• Ƀ/$

Energizer Power Max - სმარტფონი 18 000 mAH ბატარიით

2 მარტი 11:00 | ტექნოლოგიები

სმარტფონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა აკუმულატორია. საშუალო დატვირთვით მუშაობისას სმარტფონს დამუხტვა ყოველდღიურად სჭირდება. ბატერეების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Energizer-მა ამ პრობლემის გადაჭრა სცადა. 

სმარტფონების აკუმულატორები როგორც წესი 3000-3500, იშვიათად 4000 მილიამპერ/საათიანია. ეს 3.5-ჯერ, 4-ჯერ აღემატება ღილაკებიანი ტელეფონის ბატარიის მოცულობას, მაგრამ თუ ძველი ტელეფონები ერთი დამუხტვით 3 დღე ან 1 კვირაც კი ძლებდა სმარტფონების სიცოცხლის ხანგძლივობა 24 საათსაც ვერ აღწევს. დიდი ზომის მაღალი გარჩევადობის მქონე ეკრანი და ინტერნეტი ბევრ ენერგიას მოიხმარს, არსებული ტექნოლოგიით კი ბატარიის წარმადონის მნიშვნელოვანი ზრდა ვერ ხერხდება.


Energizer-მა ბატარეების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, რომლის წლიური შემოსავალიც $3.4 მლრდ-ს აღწევს, გადწყვიტა თავად გამოეშვა სმარტფონი, რეკორდული 18 000 მილიამპერ/საათიანი აკუმულატორით, რაც დღევანდელ სტანდარტულ მოდელებზე 5-ჯერ მძლავრს ხდის მას. ბაზარზე ასეთი მოცულობის გარე ბატარეებიც კი იშვიათად გვხდება.


სრულყოფილი არაფერია, მათ შორის არც Energizer Power Max P18K Pop. უსაზღვრო ეკრანის გაფართოება 2280 X 1080, რაც საუკეთესო არაა, მაგრამ მაინც კარგ მაჩვენებლად ითვლება ისევე როგორც მისი სხვა პარამეტრები: 6GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერება, 12MP სელფისა და 16MP მთავარი კამერა. მაგრამ ამ ყველაფერს ჩრდილს სმარტფონის ზომა აყენებს. ის სისქეში 3 სანტიმეტრია, მაშინ როცა თანამედროვე სტანდარტი 1 სმ-ზე ნაკლებია. SAMSUNG Galaxy S10-ის სისქე მხოლოდ 7.8 მილიმეტრია, ანუ 3.8-ჯერ თხელი.


Energizer-ის მტკიცებით სმარტფონის მეშვეობით 200 საათის ხანგძლივობის ვიდეოს ყურებაა შესაძლებელი, მოცდის რეჟიმის დრო კი 50 დღეს აღწევს.


Energizer Power Max P18K Pop-ის ღირებულება გაყიდვების დაწყების შემდეგ $680 იქნება, თუმცა გაბარიტებიდან გამომდინარე ნაკლებსავარაუდოა რომ მან დიდი პოპულარობა მოიპოვოს.


მსგავს თემაზე:

დასაკეცი ტელევიზორი LG-სგან


დასაკეცეკრანიანი SAMSUNG Galaxy Fold-ის საწყისი ფასი $1980 იქნება


SAMSUNG Galaxy S10 - პირველი 5G სმარტფონი 7nm-იანი პროცესორითა და 12GB ოპერატიული მეხსიერბით



სხვა სიახლეები