• Ƀ/$

აშშ–ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი გამოაქვეყნა

27 თებერვალი 15:14 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის კონგრესმა ოფიციალურ ვებ გვერდზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა თებერვლის შუა რიცხვებში წარადგინეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის სახელმწიფო ვალში ინვესტირებას, ასევე კაპიტალდაბანდებებს იმ რუსულ პროექტებში, რომლებიც გათხევადებული ბუნებრივი გაზის წარმოებას ითვალისწინებს.


სანქციები ასევე რუსეთის კიბერსექტორზე, გემთმშენებლობაზე, რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობმოპოვებით პროექტებზე, რუსეთის მიერ უცხოურ ნავთობპროექტებში მონაწილეობაზეც გავრცელდება. კანონპროექტი პერსონალურ სანქციებსაც ითვალისწინებს იმ პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების, მათ შორის მათივე ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პუტინთან არიან დაახლოებული.


სხვა სიახლეები