• Ƀ/$

ირანული გაზი საქართველოში – სომხეთის გავლით?

27 თებერვალი 16:50 | ეკონომიკა

ფაშინიანმა და როიჰანიმ საქართველოში სომხეთის გავლით ირანული გაზის ტრანზიტზე ისაუბრეს. ამ თემას ირანისა და სომხეთის ლიდერები ნიკოლ ფაშინიანის თეირანში დღევანდელი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეეხნენ.

ოფიციალურ შეხვედრაზე ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა სომხეთთან თანამშრომლობის მუდმივ განვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თეირანი ერევანთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მომხრეა.


ლიდერებმა, გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, მათ შორის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის სფეროებში. ჰასან როუჰანიმ მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს სომხეთისთვის გაზის მიწოდება და სომხეთის გავლით ცისფერი საწვავის საქართველოში ექსპორტის შესაძლებლობაც ახსენა.


თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზადაა თეირანთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ხელს შეუწყობს ირანის ბუნებრივი გაზის საქართველოში ტრანზიტს.


სხვა სიახლეები