• Ƀ/$

SpaceX პილოტირებული მისიებისთვის ემზადება

3 მარტი 01:29 | ტექნოლოგიები

SpaceX-მა 2 მარტს Falcon 9-ის მეშვეობით მორიგი რაკეტა Crew Dragon გაუშვა. ფაქტს განსაკუთრებულობას ის გარემოება სძენს, რომ კოსმოსური ხომალდი პილოტირებული მისეიებისთვისაა განკუთვნილი. 

Dragon 3 მარტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ესტუმრება, მასზე სპეციალურ მოდულს მიართებს და 8 მარტს უკან დაბრუნდება.


2011 წელს, მას შემდეგ რაც უკანასკენელი შატლი დისქვერი, 39 წარმატებული მისიისა და 240 მლნ კმ-ს ფრენის შემდეგ მუზეუმში გადაიტანეს, აშშ-ის პი;ლოტირებული მისია აღარ განუხორციელებია და ამ მიზნისთვის რუსულ როსკოსმოსს მიმართავდა, რომელიც ამერიკელ ასტრონავტებს „სოიუზით“ აგზავნიდა. გარდა იმისა, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს რუსეთის მომსახურებით უფრო მეტი თანხა ეხარჯებოდათ, ეს ფაქტი მათ ეროვნულ სიამაყესაც ჩრდილს აყენებდა. მართალია, კოსმოსის კვლევაში, თუნდაც 2011 წლის შემდეგ შტატებმა რუსეთზე მეტს მიაღწია: ეგზოპლანეტების აღმოჩენა, კოსმოსური ტელესკოპის გაშვება, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა... პილიტირებულ მისიაში ჩამორჩენამ ნავარაუდევზე მეტ ხანს გასტანა. პრობლემებმა 2014 წლიდან უფრო მეტად იჩინა თავი, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაიძაბა.


რუსეთის ჰეგემონია პილიტირებულ ფრენებზე სავარაუდოდ ივლისში ან აგვისტოში დასრულდება, იქამდე კი საცდელი ფრენები გაგრძელდება.


SpaceX ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც კოსმოსში ეკიპაჟით ფრენას გეგმავს მას კონკურენციას ასევე ამერიკული კომპანიები Virgin Galactic და Blue Origin. თუმცა მათი მიზანი უფრო მეტად კოსმოსური ტურიზმია, SpaceX-ის ამბიციები კი ბევრად უფრო დიდია და მას მარსის კოლონიზაცია სურს. 


მსგავს თემაზე:

კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა ფუნქციონირება შეწყვიტა


პოლონელმა ასტრონომებმა უვარსკვლავო პლანეტები აღმოაჩინეს


ზამთარი მარსზე – კოსმოსური ზონდიდან გადაღებული უნიკალური კადრები


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)



სხვა სიახლეები