• Ƀ/$

სამომხმარებლო ფასები თებერვალში 2.3%-ით გაიზარდა

4 მარტი 11:34 | ფინანსები

წლიური ინფლაციის განაკვეთმა 2019 წლის თებერვალში 2.3% შეადგინა. იანვართან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წლის განმავლობაში ყველაზე მეტად 16.1%-ით ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა, რაც ძირითადად სიგარეტის 32%-იანი გაძვირებით იყო განპირობებული. აღნიშნულმა საერთო ინფლაციაზე 1.06%-ით იმოქმედა.


სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები მხოლოდ 2.9%-ით გაიზარდა, რამაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე 0.9%-იანი ასახვა ჰპოვა, რაც 3-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მაჩვენებელს რომელიც თავის მხრივ უფრო მეტად 3.4%-ით გაძვირდა.


ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2019 წელს 3%-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ღვინის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა


ინფლაციამ ვენესუელაში 2 688 000%-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები