• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკი გვაშანტაჟებდა

4 მარტი 13:20 | ფინანსები

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მას აშანტაჟებდა.

„ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, შემიძლია გითხრათ, რომ მაშანტაჟებდა, გვაშანტაჟებდა მე და ბადრის (ბადრი ჯაფარიძე – რედ.). მისი პრეზიდენტის და მისი თქვენს მიერ ახლად არჩეული ვიცე–პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ.


მისივე განცხადებით, ეროვნულმა ბაკმა ჯერ 10 000 ლარით, შემდეგ კი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა, მათ მოითხოვეს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბანკიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.


მამუკა ხაზარაძის განცხადებით ის შეხვდა სების პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს და გადადგომაზე თანხმობა განუცხადა, რისე შემდეგაც გვენეტაძემ საბჭოდან წასვლაც მოსთხოვა.


თიბისი ბანკის დამფუძნებელს და სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს დღეს საქართველოს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში უსმენენ.


ბაბნკის დამფუძნებელმა თავისი გამოსვლის პირველი ნაწილი თიბისი ბანკის ისტორიას მიუძღვნა, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტები 2007 წელს შექმნილ პრობლემებს მიუძღვნა.


სხვა სიახლეები