• Ƀ/$

ტოიოტამ სრულიად ახალი მოდელების Toyota Corolla და RAV4 წარმოადგინა

4 მარტი 13:47 | კომპანიები

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „ტოიოტა კავკასია“-მ (TCA)  ახალი თაობის RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გამართა. ასევე,  ჟურნალისტებს  ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS) და ჰიბრიდ ტექნოლოგია გააცნო.

ტოიოტა კავკასია-ს პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი სანდრო ბერულავა განმარტავს, რომ ტოიოტა კოროლა-მ და ტოიოტა რავ 4-მა 2013 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ცვლილება განიცადეს - მანქანებში  ყველა დეტალი გაუმჯებესებულია:


„ტოიოტას სრულიად ახალი მოდელი ტოიოტა კოროლა და ტოიოტა რავ 4  აგებულია TNGA-ს ახალ პლატფორმაზე და ორივე მანქანა მთლიანადაა გაუმჯობესებული, როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მხრივ. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ამ ყველაფრით. ძირითადი ცვლილებები, რაც ამ მანქანებმა განიცადეს, ეს არის გაუმჯობესებული სავალი ნაწილები, გაუმჯობესებული ექსტერიერი და ინტერიერი.2013 წლის შემდეგ ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რაც ამ მოდელებს გადახდა თავს და ყველა დეტალი მანქანაში არის შეცვლილი და გაუმჯობესებული“,-აღნიშნავს სანდრო ბერულავა.



 


ამას გარდა,  „ტოიოტა კავკასიამ“ უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგია და ჰიბრიდული ტექნოლოგიაც წარმოადგინა.


ახალი თაობის კოროლა, ახალი თაობის RAV4, კამრის ჰიბრიდი, C-HR და LC 200 იმ მოდელების ჩამონათვალია, რომლებსაც  ტოიოტას უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი კომპლექტაცია გააჩნიათ.


ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორც ჰიბრიდული ტექნოლოგიების ლიდერი, ტოიოტა სრულყოფილებამდე ხვეწდა თავის ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს. ამის შედეგად, დღეს ტოიოტას გააჩნია მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება. ამ დროის განმავლობაში, ტოიოტამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ეფექტურობაში, საიმედოობასა და სიმძლავრეში. ამ შედეგების ფონზე, უფრო და უფრო მზარდი ნდობა მიიიღო მძღოლების მხრიდან - 12 მილიონზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში ირჩევს ტოიოტას ჰიბრიდს.



„ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი სანდრო ბერულავა აცხადებს, რომ ტოიოტა კოროლა საქართველოში  ყველაზე გაყიდვადი მანქანაა, პოლულარობით მას არც  რავ 4 ჩამოუვარდება.


„დაახლოებით 40% გვქონდა წინა წელს წინა მოდელით ბაზრის წილი, მაგრამ ჩვენ ამ გაუმჯობესებული  მოდელით ველოდებით, რომ ბევრად უკეთესი გაყიდვები გვექნება, ერთი კვირაა, რაც გაყიდვები დაიწყო და ძალიან დიდი მოთხოვნაა ორივე მოდელზე.


ჰიბრიდის წილი, რა თქმა უნდა, გაიზარდა  ჩვენთან საქართველოში. ვემსახურებით სამ რეგიონს - სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილი ძალიან პოპულარულია, მათი წილი დაახლოებით 50%-ზე მეტია ბენზინის ძრავებთან შედარებით და ახლა ვცდილობთ, ჰიბრიდის პოპულარიზაცია მოვახდინოთ აზერბაიჯანშიც. იქ მოთხოვნა ჯერჯერობით მცირეა, ვინაიდან მომხარებლები ამ ტექნოლოგიას არ იცნობენ კარგად“


დეტალური ინფორმაცია ტოიოტა კოროლას შესახებ:


2019 წელს, ტოიოტამ მსოფლიოს ამ ლეგენდარული სედანის მე-12 თაობა წარუდგინა. ახალი და გაუმჯობელებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი კოროლა პირველად იქნება აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.



კოროლა აგებულია ტოიოტას მოწინავე TNGA საინჟინრო პლატფორმაზე, რის შედეგადაც მისი მართვა მართლაც სასიამოვნო გამოცდილებაა. უფრო ხისტი ძარის და სიმძიმის დაბალი ცენტრის ერთობლიობა ამცირებს მოსახვევებში ძარის განივ დახრას, ხოლო ორბერკეტიანი საკიდარი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ამორტიზაციას, რაც თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობის შესამცირებლად, მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზებაც კი მოხდა. ახალი კოროლა არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ ადგილას კომფორტულად და ელეგანტურად გადაყვანა. ახალი კოროლას შესახედაობა გაბედული და დინამიურია. ამ ეფექტს აძლიერებს 17-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკები, განიერი, შთამბეჭდავი რადიატორის ცხაური და განმასხვავებელი, შუქდიოდიანი წინა ფარები. მოდურ და პრაქტიკულ კოროლას ახასიათებს დახვეწილი ხაზები, რომლებიც მისი დაბალი ცხვირიდან ტევადი საბარგულისკენ მიიწევს.


კოროლას სხვა მოდელების მსგავსად, უახლეს კოროლას აგრეთვე ახასიათებს ტევადი და ერგონომიული სალონი, რომელიც გამორჩეულია მასალების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით. პრემიუმ ხარისხის ინტერიერში შემავალი ტექნიკა შეიცავს კომფორტზე და მოხერხებულობაზე გათვლილ მრავალ კომპონენტს. ამის მაგალითია 8-დუიმიანი მულტიმედია სენსორული ეკრანის, 7-დუიმიანი საინფორმაციო დისპლეისა და უკანა სავარძლების გათბობის სისტემის ინტუიტიური, ადვილად გამოსაყენებელი კომბინაცია. ეს ის კოროლაა, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს. განურჩევლად იმისა, თუ სად გადაწყვეტთ მის მართვას.


ახალი ტოიოტა RAV 4 - კომპრომისების გარეშე


ახალი მეხუთე თაობის “RAV 4" ამ ინოვაციური სულისკვეთების საუკეთესო მაგალითია. ამ მოდელით ტოიოტა გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც  ტოიოტას უახლესი პლატოფრმის - GA-K-ს დამსახურებაა.



დაბალი სიმძიმის ცენტრისა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიხისტის კორპუსის მქონე ახალი "რავ 4" პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე საავტომობილო ტექნოლოგიებში. უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580 ლიტრი) გარდა, ამ მოდელს გააჩნია იმის თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალ სახურავიანი თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე უჩვეულოდ მაღალი ძარით მოიწონოს თავი. რაც შეეხება სალონს, იგი თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მატერიითა და მასალებით არის შექმნილი.


ძრავი


ახალი 2.0 პირდაპირი შეფრქვევის ბენზინის ძრავის გარდა, ახალი "რავ 4" ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველებს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს - არჩევანს, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მყიდველთა დიდი უმრავლესობა ემხრობა (2018 წლის მონაცემებით - 85 %).  ახალი 2.5 ლიტრი მოცულობის ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით (წინა წამყვანი თვლებით) და 222 ცხენის ძალით (სრული ამძრაობის შემთხვევაში) ახალ, თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ ბენზინის მოხმარებას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას (CO - 100გ/კმ) გვთავაზობს, რაც თავისთავად აძლიერებს მყიდველთა ინტერესს. გარდა ამისა, ეს ძრავი ახალ სიტყვას წარმოადგენს ეფექტურობისა და სიმძლავრის კუთხით.


უგზოობა


ამავე დროს, სრულიად განახლდა AWD მართვის სისტემა, რითაც ამ მოდელის უგზოობაში მართვის შესაძლებლობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ახალი "RAV 4" ჰიბრიდის აღჭურვილია გაუმჯობესებული ელექტრონული AWD სისტემით, რომელიც  უკეთ პასუხობს მოლიპული ზედაპირისა და გზის რთულად სამოძრაო მონაკვეთების გამოწვევებს.


ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა - ავტომობილის უსაფრთხოების ძიებაში


 


ანძენი - ეს სიტყვა იაპონურად უსაფრთხოებას ნიშნავს და ტოიოტას არსებობის პირველივე დღეებიდან მის ცენტრალურ პრინციპს წარმოადგენს. ტოიოტას მანქანები იწარმოება იმ აზრით, რომ უსაფრთხოება ავტომობილის უბრალო მახასიათებელზე მეტია -- ის იცავს ადამიანების სიცოცხლეს.


ისეთი შეჯახებები, რომლებიც სხეულის სერიოზულ დაზიანებას იწვევს, ხშირად მძლოლის მხრიდან სიტუაციის სწორი აღქმის დაგვიანებით და, შესაბამისად, დაგვიანებული რეაქციითაა გამოწვეული. ტოიოტამ შეიმუშავა უსაფრთხოების აქტიური ტექნოლოგიები, სახელად ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (Toyota Safety Sense, ან TSS), რომელიც ეხმარება მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმაში და, შესაბამისად, შეჯახებების თავიდან არიდებაში.


შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა  (Pre-Collision System)


არავის  სურს ავტოავარიაში მოხვედრა. მაგრამ, როდესაც ისინი ხდება, ჩვენ გვინდა, რომ შევამციროთ ჯანმრთელობის დაზიანება, ისევე როგორც ზარალი.  თუ სისტემა, რომელიც რადარის ტექნოლოგიას იყენებს, დაასკვნის, რომ ავტომობილის წინა მხარეს არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა, ის მოგცემთ გამაფრთხილებელ ნიშანს. გარკვეულ პირობებში, თუ სისტემა დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია, ის თვითონ დაამუხრუჭებს და დაჭიმავს ავტომობილის ღვედებს.



სხვა სიახლეები