• Ƀ/$

ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ტექინსპექტირების ფასი 20 პროცენტით მცირდება

4 მარტი 13:56 | ეკონომიკა

M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნული ცვლილება შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში.

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება. რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.


 


სხვა სიახლეები