• Ƀ/$

ხაზარაძე: თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმაც განხორციელდა

4 მარტი 14:24 | ფინანსები

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მასზე და ბანკზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს შეეხო.

ხაზარაძის განცხადებით 2018 წლის ივნისში ბანკში ერთდროულად 4 უწყება შევიდა: ეროვნული ბანი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს დოკომუნტების შენახვის მხოლოდ 6 წლიანი ვალდებულება აქვს თიბისიმ ყველა აღნიშნულ უწყებას მათ მიერ მოთხოვნილი 11 წლის წინანდელი დოკუმენტები მაინც გადასცა.


ხაზარაძისვე მტკიცებით ივლისში ბანკზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა და მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერის მისამართს ბანკმა თავისივე რესურსით მიაგნო ამ დრომდე მხოლოდ სავარაუდო დამნაშავის კომპიუტერია ექსპერტიზაზე გადაგზავნილი.


თიბიბისის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ იანვარში საგამოძიებო სამსახურს სთხოვა 19 იანვრამდე მაინც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არ გაესაჯაროებინა ინფორმაცია, რადგან 19 იანვარს ანაკლიის პორტის შესახებ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან აწერდა ხელშეკრულებას აწერდა ხელს. მიცემული პირობის მიუხედავად 9 იანვარს საგამოძიებო მასალები გასაჯაროვდა, რის შემდეგაც აქციონერებმა $200 მლნ-ს ზარალი ნახეს. ამის შემდეგ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად მან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკი გვაშანტაჟებდა


მამუკა ხაზარაძე: უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ ამ ფორმატში ანაკლიის პროექტს ხელს ვერ მოაწერენ


ხაზარაძის განცხადებით 2007 წელს „თიბისი ბანკის“ ზრდა ხელოვნურად შეაჩერეს



სხვა სიახლეები