• Ƀ/$

ხაზარაძის თქმით, $17 მლნ-იან ტრანზაქციაზე 10 წლის განმავლობაში დარღვევა ვერც ერთმა აუდიტორმა ვერ ნახა

4 მარტი 16:22 | ფინანსები

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრეს, თუ რატომ არ იყო უკანონო $17 მლნ-იანი ტრანზაქცია.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით 2018 წლამდე თიბისი ბანკი რამდენიმე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმა და არათუ ფულის გათეთრების საქმე ინტერესთა კონფლიქტიც ვერ დაადგინა. დარღვევა ვერ იპოვა ვერც ეროვნულმა ბანკმა რომელსაც 30 000 ლარს ზემოთ არსებული ტრანზაქციები ავტომატურად ეგზავნება.


ბადრი ჯაფარიძის განმარტებით 2008 წელს მთლიანობაში საბანკო სექტორმა 800 მლნ-ს თანხები დაარეზერვა და $17 მლნ-ზე დავა არასამართლიანია. გარდა ამისა თუკი ვინმე შეიძლებოდა დაზარალებულიყო ამ გადაწყვეტილებით ესენი აქციონერები უნდა ყოფილიყვნენ იმ დროისთვის კი ბანკის წილის 80% ორ პიროვნებას მამუკა ხაზარაძესა და თავად მას ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნოდა და ალოგიკური იქნებოდა რომ მათ გადაწყვეტილება საკუთარი თავი წინააღმდეგ მიეღოთ.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკი გვაშანტაჟებდა


მამუკა ხაზარაძე: უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ ამ ფორმატში ანაკლიის პროექტს ხელს ვერ მოაწერენ


ხაზარაძე: თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმაც განხორციელდა


ეროვნული ბანკის განმარტება მამუკა ხაზარაძის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე



სხვა სიახლეები