• Ƀ/$

ნიკოლა ტესლა - მითები და სინამდვილე მეცნიერის შესახებ

9 მარტი 11:00 | ტექნოლოგიები

ნიკოლა ტესლა - ადამიანი რომელმაც ცვლადი დენის უპირატესობა პირველმა აღმოაჩინა, იმ დენის რომლითაც დღეს მთელი მსოფლიო სარგებლობს, ადამიანი რომლის სახელი პატივსაცემადაც საკუთარ ფირმას ილონ მასკმა ტესლა უწოდა. 

ნიკოლა ტესლა გარდა იმისა, რომ კოპერნიკის შემდგომი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი და გამომგონებლი იყო, კიდევ ორი რამითაა გამორჩეული: 1) დაუფასებლობით. როგორც მის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვლაების შემდეგ მისი სახელი იშვიათად ხვდებოდა ნიუტონის, ედისონის, აინსთაინის, ნილს ბორისა თუ ედმუნდ ჰაბლის გვერდით და რომ არა ილონ მასკი ტესლას შესახებ დღესაც ბევრს გაგონილიც არ ექნებოდა. ტესლას სახელი დღესაც იშვიათად გვხდება სასკოლო სახელმღვანელოებში 2) მისტიკურობა. ტესლას შესახებ ინფორმაცია ხშირად სამეცნიერო სფეროს სცდება და მითებში იკარგება. კლასიკური გაგებით დაუფასებელ მეცნიერს ბევრ ისეთ გამოგონებას აწერენ, რომელთა მტკიცებულებაც არ არსებობს.


ტესლა 1856 წლის 10 ივლისს ავტრია-უნგრეთში, დღევანდელ ხორვატიაში, სერბული წარმოშობის ოჯახში დაიბადა. 1884 წელს მეცნიერი სამუშაოდ შტატებში გადავიდა სადაც 7 წლის შემდეგ მოქალაქეობა მიიღო. ტესლა თავიდან ედისონთან მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ორ მეცნიერს კამათი მოუხდა. ედისონი მუდმივი დენის მომხრე იყო, ტესლა კი ცვლადის. სიმართლე ტესლას მხარეს იყო. ცვლადი დენის გარეშე შორ მანძილზე დენის გადაცემა ძალიან ძვირი და ხარჯიანი იქნებოდა. ტესლას ეკუთვნის ასევე ჰიდროელექტროსადგურის გაუმჯობესებული მოდელიც, რომელიც მის ჩარევამდეც ფუნქციონირებდა, ოღონდ დაბალი ეფექტიანობით. ტესლას გამოგონებას მიეკუთვნება ასევე თეთრი ფლუორესენტრიული ეკო ნათურა.


იმ გამოგონებების გარდა რასად დღეს კაცობრიობა იყენებს ტესლას ერთ-ერთ ყველაზე დიდ დადასტურებუ მიღწევად ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემა შეიძლება მივიჩნიოთ. დღეს, 120 წლის შემდეგ ელექტროენერგიის რადიოტალღების ან ინტერნეტის სიგნალის მსგავსად უსადენოდ გადაცემა კვლავ აქტუალურია. საკითხზე იაპონელ და ამერიკელი მეცნიერების გარდა ქართველ მკვლევართა ჯგუფიც მუშაობს, მაგრამ 500 მეტრიან დისატანციაც ჯერ ვერავინ გასცდა, მაშინ როცა ტესლამ იმავეს გაკეთება 40 კილომეტრზე მოახერხა.


ტესლა იმორჩილებდა ხელოვნურ სფერულ ელვას. გააჩნა იდეები ინფორმაციის უკაბელო გადაცემის შესახებ რომელზე წვდომაც ნებისმიერ ადამიანს ექნებოდა, ანუ ფაქტიურად წინასწარმეტყველებდა ინტერნეტის შესახებ, თუმცა მასზე წვდომა დღეს პლანეტის მოსახლეობის 60%-საც არ გააჩნია.


ოფიციალურად ფონოგრამის გამომგონებლად ედისონი, რადიოს გამომგონებლად მარკონი, ხოლო რეტგენის სხივების აღმომჩენად ვილჰემ რენტგენი ითვლება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომელიც სამივე მათგანს ტესლას მიაკუთვნებს. პირველი რენტგენული ხელის მტევნის სურათი შესაძლოა სწორედ ტესლას ეკუთვნოდეს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მასვე მიაწერენ სეისმოიარაღის გამოგონებას რომელსაც თითქოს დედამიწის ნებისმიერ წერტილში დამანგრეველი მიწისძვრის გამოწვევა შეეძლო და თავად მხოლოდ 1 კილოგრამს იწონიდა. თავად ეს უკანასკნელი დეტალი ამ საეჭვო თეორიის მიმართ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. იმავე თეორიის მტკიცებით როდესაც ტესლამ გამოგონების შესაძლო საფრთხეები გაიაზრა თავისივე ქმნილება ჩაქუჩით დაამსხვრია. ყველაზე უფრო ნაკლებად სანდო ვერსიად კი ტუნგუსკის მეტეორის ტესლას ლაბორატორიული ცდებისთვის მიწერაა.


ერთი რაც ცნობილია ისაა, რომ ტესლა თავისი მცირე შემოსავლის უდიდეს ნაწილს ლაბორატორიას ახმარდა. გარდაიცვალა 1943 წლის 7 იანვარს. სამეცნიერო წრეებში მისი სახელის აღდგენა 90-იანი წლებიდა დაიწყო, თუმცა მეცნიერს დღეს არსებული პოპულარობა მაინც ილონ მასკმა და მს მიერ შექმნილმა ელექტრომობილმა - Tesla-მ მოუტანა.


მსგავს თემაზე:

ილონ მასკი - მიღწევები, ჩავარდნები და სამომავლო გეგმები



სხვა სიახლეები