• Ƀ/$

ქართულმა ღვინომ იაპონიაში ბრილიანტის ჯილდო მიიღო

5 მარტი 10:43, 2019 წელი | ეკონომიკა

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - “ბრილიანტი” „მეღვინეობა ვაზიანის“ (ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“) ღვინომ  „ქისი 2017“ მოიპოვა.

აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვალში „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.


„საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „მევენახეობა ვაზიანის“ დირექტორს, ნათია მეტრეველს  ტოკიოში, გამოფენა  „Foodex Japan 2019“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.


თებერვალში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“  სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ 24 ჯილდო - 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა.  კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.


ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ განხორციელდება.


მსგავს თემაზე:

ღვინის ექსპორტმა 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა


ღვინის აქციზი ირლანდიაში 1 ბოთლზე 5.65 ევროა, საფრანგეთში 112-ჯერ ნაკლები


ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-19 ადგილზეა


ღვინის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა


BBC ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს



სხვა სიახლეები