• Ƀ/$

წლის ავტომობილი დასახელდა

5 მარტი 11:01 | კომპანიები

ჟენევის ავტოსალონზე 2018 წლის საუკეთესო ავტომობილად ელექტრული ქროსოვერი Jaguar I-PACE დასახელდა. ამის შესახებ პორტალი Motor 1 წერს.

ბრიტანულმა ელექტრომობილმა და ფრანგულმა სპორტულმა Alpine A110-მა თანაბარი ქულები – 250 დააგროვეს, თუმცა, „ბრიტანელს“ ჟიურის 18–მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო „ფრანგს“ 16 ხმა ერგო.


ჟურნალისტებმა მესამე ადგილი Kia Ceed–ის ჰეტჩბექს მიაკუთვნეს. მეოხე ადგილი Ford Focus-ს ერგო.


მოდელი I-PACE პირველი ელექტრული ავტომობილია Jaguar–ის ისტორიაში. მანქანას ორი ძრავი აქვს და მათი საერთო სიმძლავრე 400 ცხენის ძალას უტოლდება. სრულად დამუხტული ბატარეებით მას 470 კმ–ის გავლა შეუძლია.


სხვა სიახლეები