• Ƀ/$

ჩინეთი გადასახადებს $300 მლრდ-ით ამცირებს

5 მარტი 13:10 | ანალიტიკა

ჩინეთმა ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების შესაჩერებლად გადასახადების შემცირებისა და დაკრედიტების წახალისების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩინეთის ეკონომიკა ბოლოს მინუსში 1976 წელს გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 42 წელი უწყვეტად განაგრძობს ზრდას. ეს თანამედროვე მსოფლიოს რეკორდია. მსგავსი ვერ მოახერხა ვერც ევროპის რომელიმე ქვეყანამ, ვერც ამერიკამ, ვერც იაპონიამ, ვერც ავსტრალიამ და ვერ ინდოეთმა. ამ 42 წლიან პერიოდში ჩინეთის ეკონომიკა ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით 16-ჯერ გაიზარდა, მათ შორის 7-ჯერ 12%-საც გადააჭარბა. 2009 წელს, როდესაც მთელი მსოფლიო, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები კრიზისში იყო გახვეული ჩინეთის ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. ყოველივე ამის გამო, ჩინეთი, რომელიც მაო-ძედუნის სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლებოდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებდა, მას უსწრებდა სუდანი, ბენინი, სიერა-ლეონე, ჩადი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, დღეს 2300%-იანი ზრდის შემდეგ უკვე ზესახელმწიფოებრიობაზე აქვს პრეტენზია.



2018 წელს წინასწარი ინფორმაციით ჩინეთის ეკონომიკა კიდევ 6.6%-ით გაიზარდა, რაც ბევრი პატარა ქვეყნისთვისაც კი სანატრელია, მაგრამ არა ჩინეთისთვის, 6.6%-იანი ზრდა ბოლო 28 წლიანი მინიმუმია. სი ძინ პინის მთავრობის მიზანია, რომ არ დაუშვას ზრდის ტემპის 6%-მდე შემცირება და საუკეთესო შემთხვევაში 6.5%-ზე შეინარჩუნოს.


ჩინეთი მის ყველაზე დიდ კონკურენტს შეერთებულ შტატებს ბაძავს და მსგავსი შედეგის მიღებას პროგნოზირებს. გადასახადების შემცირების შემდეგ აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის გაორმაგდა და 1.5%-დან 2.9%-მდე გაიზარდა. ჩინეთში კი საგადასახო ტვირთის 2 ტრლნ იუანით - $300 მლრდ-ით შემცირებით ზრდის არსებული ტემპით შენარჩუნებას ელიან.


მსგავს თემაზე:

ჩინეთი ანტარქტიდაში რეგულარული აეროპორტის მშენებლობას გეგმავს


ჩინეთის 35 ქალაქში მეტროპოლიტენი ფუქნციონირებს, კიდევ 11-ში 2023 წლამდე გაიხსნება


ჩინეთთან აშშ-ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაიზარდა



სხვა სიახლეები