• Ƀ/$

ევროკავშირის ახალმა კანონმა YouTube საფრთხის წინაშე დააყენა

5 მარტი 13:18 | ტექნოლოგიები

ვიდეოჰოსტინგის საიტს YouTube კონტენტის მასობრივი ბლოკირება მოუწევს იმ რისკების გასანეიტრალებლად, რომლებსაც ევროკავშირის მიერ საავტორო უფლებების კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარმოქმნის.

საკანონმდებლო ცვილებებს ევროპარლამენტარებმა უნდა უყარონ კენჭი.


ამის შესახებ განცხადება ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google გაავრცელა, რომელიც YouTube–ს მფლობელია, წერს Euobserver.


ევროკავშირის დირექტივებში იკითხება, რომ Google News მედიის მასალებიდან მხოლოდ მცირე ამონარიდების გამოყენებას შეძლებს, აცხადებს Google–ს წამყვანი აღმასრულებელი დირექტორი კენტ უოკერი.


დირექტივებში შესატანი ცვლილებები მედიისთვის დამატებით უფლებებს ითვალისწინებს მათი პუბლიკაციების ციფრული გამოყენების შემთხვევებისთვის.


ყველაზე მეტი კამათი მეთერთმეტე მუხლს მოჰყვა, რომელიც ინტერნეტპლატფორმებს ავალდებულებს, შეათანხმონ, ან საერთოდ ფული გადაუხადდონ მედიასაშუალებებს მათი კონტენტის მომხმერებლებისთვის დემონსტრირების სანაცვლოდ.


წინასწარ უკვე შეთანხმებულ ცვლილებებს ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა უნდა დაუჭირონ მხარი.


სხვა სიახლეები