• Ƀ/$

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით მოძრაობა აიკრძალა

5 მარტი 14:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბათუმის ბულვარში, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების ახალი წესი, რომელიც ელექტრომობილების გადაადგილებას ზღუდავს, საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლსებოთ იქნა მიღებული და 1 მაისიდან ამოქმედდება. 

ახალ რეგულაციაზე მუშაობა ბათუმის ბულვარმა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, მოქალაქეების ხშირი მომართვიანობის და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.


როგორც ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე აცხადებს, ბულვარმა ვიზიტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა დაიბრუნოს, მისი თქმით, მსგავსი რეგულაციების გატარება უმნიშვნელოვანესია.


რეგიონის ყველაზე დიდი და მიმზიდველი სარეკრეაციო ზონა ტურისტულ სეზონზე ფეხით მოსიარულეთათვის საფრთხისშემცველ სივრცედ იქცა. ელექტრომობილების სიმრავლის და სწრაფი გადაადგილების გამო, განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ ბავშვებს, გახშირდა ელექტრომობილებით დაზიანების და დაჯახების ფაქტები. გარდა ამისა, შექმნილმა სურათმა საფრთხე შეუქმნა ვიზიტორებისთვის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და ტურისტულად მიმზიდველი ადგილის იმიჯს.


ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.


მსგავს თემაზე:

ბათუმის პორტში მინერალური სასუქის გადამამუშავებელი ტერმინალი აშენდება


ბათუმში „ოცნების ქალაქის“ ადგილას სახლები აშენდება


ბათუმის პორტში საკონტეინერო გადაზიდვები გაორმაგდება



სხვა სიახლეები