• Ƀ/$

ბუგატმა $12.5 მლნ-იანი ჰიპერქარი წარადგინა

5 მარტი 15:47 | ტექნოლოგიები

დაარსებიდან 110-ე წლისთავის აღსანიშნავად სპორტული ავტომობილების მწარმოებლის ერთ-ერთმა ლიდერმა ბუგატმა  $12.5 მლნ-იანი “La Voiture Noire” წარადგინა. ის მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოვა.

$12.5 მლნ სპორტული ჰიპერქარისთვისაც კი ძალიან დიდი თანხაა, თუმცა ავტომობილი უკვე გაიყიდა. მისი მფლობელი volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი ფერდინანდ ფიჩია.


თუ ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის მაქსიმალური სიჩქარე 220-260 კმ/სთ-ს ფარგლებში მერყეობს, სპორტულების 300-350 კმ/სთ-ს შორის, ბუგატისთვის ეს ზღვარი 400 კმ/სთ-ს სცდება და ისიც ელექტრონულადაა შეზღუდული.


ახალი ბუგატი 16 ცილინდრიანია, მას 8.0 მოცულობის მქონე 1500 ცხენის ძალიანი ძრავი გააჩნია. დიზაინით და სხვა მახასიათებლებით ის წინა მოდელებს ჰგავს თუმცა უფრო გამოკვეთილი ფორმები და გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემები.


მსგავს თემაზე:

წლის ავტომობილი დასახელდა


Volvo სინგაპურში უპილოტო ავტობუსების ტესტირებას იწყებს



სხვა სიახლეები