• Ƀ/$

ღვინის საექსპორტო ფასი 7.4%-ით გაიზარდა

6 მარტი 10:27 | ეკონომიკა

საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 2019 წლის პირველ 2 თვეში 12.2 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ბოთლი ღვინის საექსპორტო ფასი 7.4%-ით $2.29-დან $2.46-მდე გაიზარდა.


ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.


ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 42% (628 022), ჩინეთი - 7% (600 783), და აშშ - 1032% (128 145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიეტვუა - 75% (104 616), საფრანგეთი - 24% (17 406), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:  რუსეთი - 17% (8 688 854), ბელარუსი - 1389% (80 394), აზერბაიჯანი - 8% (8814), მონღოლეთი - 189% (66 012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი  (8 688 854), უკრაინა (976 482),  პოლონეთი (628 022), ჩინეთი  (600 783) და ყაზახეთი  (346 152). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4.2 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 10  ქვეყანაში ექსპორტირებულია 85.4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.


მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43.6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით  13%-ს აღწევს.


მსგავს თემაზე:

ღვინის ექსპორტმა 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა


ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-19 ადგილზეა


BBC ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს


ქართულმა ღვინომ იაპონიაში ბრილიანტის ჯილდო მიიღო



სხვა სიახლეები