• Ƀ/$

ჟენევის ავტოსალონზე ყველაძე მძლავრი ავტომობილი წარმოადგინეს. ის ელექტრულია

6 მარტი 10:55 | ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი, იტალიური წარმოების ავტომობილი, რომლითაც ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილება აკრძალულია, ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს.

იმის გათვალისწინებით, რომ იტალია Ferrari–ს, Lamborghini–სა და სხვა სუპერქარების სამშობლოა, ეს ელექტრული მოდელიც განსაკუთრებული სიმძლავრით გამოირჩევა.  


კომპანია Automobili Pininfarina ამტკიცებს, რომ მისი მოდელი Battista 80 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2 წამში ავითარებს, ხოლო 220 კმ/სთ–მდე აჩქარებას მხოლოდ 12 წამს ანდომებს.


მოდელის ფასი 2 მლნ ფუნტს შეადგენს.


ძრავის სიმძლავრე 1900 ცხენის ძალას უდრის, რაც „ფორმულა–1“–ის ბოლიდების სიმძლავრეს ორჯერ აღემატება.


სხვა სიახლეები