• Ƀ/$

ორ თვეში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 625 ათასს გადააჭარბა

6 მარტი 11:57 | ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 625 236 მგზავრს მოემსახურა. რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500 687 მგზავრი). 

თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238 445  მგზავრს მოემსახურა, რაც 13 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210 802 მგზავრი ). ასევე 2 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა - 489 000 მგზავრი (2018 წელი 433 202 მგზავრი).    


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47 573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში 22 514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  103 468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112% მეტია. (2018 წლის 2 თვე 48 859).


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით               14 278 მგზავრმა ისარგებლა. რაც 87% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7 625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30 251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18 129 მგზავრი).



რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 107 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 30% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 27 მგზავრი 3 რეისი მგზავრების ზრდა 30%  ).


ჯამში,  2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა რაც 80% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი - 497). 


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ავიამიმართულება დაემატება


ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გამტარუნარიანობა საათში 1200 მგზავრამდე გაიზრდება



სხვა სიახლეები