• Ƀ/$

ცუკერბერგი Facebook–ის ალგორითმს საფუძვლიანად ცვლის

7 მარტი 10:14 | ტექნოლოგიები

სტატიაში „პირადი სივრცის დაცვაზე ფოკუსირებული მომავლის სოცქსელების ხედვა“, რომელიც Facebook–მა 6 მარტს გამოაქვეყნა, მისი დამფუძნეელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მომხჯმარებლების პირადი მონაცემების დაცვას პრიორიტეტად ისახავს.

„აგერ უკვე 15 წელია Facebook და Instagram ადამიანებს ეხმარება კავშირზე იყვნენ მეგობრებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან – ინტერესების შესაბამისად, რაც ქალაქის მოედნის ციფრული ანალოგია, – ამბობს ცუკერბერგი. – მაგრამ ადამიანები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ სურვილს, პლატფორმა მათი პირადი მისაღები ოთახის ციფრული ანალოგი გახდეს“. აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე, კომპანია მომხმარებელთა მონაცემებთან მუშაობის პრინციპების შეცვლას აპირებს.


მონაცემების გამჭოლი კოდირება – როგოც WhatsApp–ზე


აღიარებს რა, რომ Facebook–ს ბოლო წლებში ისეთი კომპანიის იმიჯი შეექმნა, რომელიც ნაკლებად ზრუნავს მომხმარებელთა პირად სფეროზე, ცუკერბერგი აცხადებს, რომ მომავალში სოციალურ ქსელს ისეთ პლატფორმად გარდაქმნის, რომელის მომსახურების მთელ რიგს შესთავაზებს ადამიანებს, თანაც პრივატულობის საიმედო დაცვით.


ცუკერბერგის თქმით, ამის მიღწევა მონაცემების გამჭოლი კოდირებითაა შესაძლებელი, რომელიც უკვე გამოიყენება WhatsApp–ზე.


სხვა სიახლეები