• Ƀ/$

ქადაგიძის განცხადებით ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზადაა

7 მარტი 19:07 | ფინანსები

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, TBC ბანკის 2008 წლის ტრანზაქციის საქმეზე სასამართლოში მას მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.

„პირველი საკითხი იყო: რა ფუნქციები ჰქონდა საზედამხედველო სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით; მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს თუ არა მე რა ჩაიწერა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტში.


არანაირი სხვა საუბარი არ ყოფილა, ვერ იქნებოდა, გასაგები მიზეზის გამო. 2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან სამი კვირის შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა.


მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ პერიოდში მომიწია ძალიან მაღალი პროფესიული გუნდის ხელმძღვანელობა, რომელმაც შეძლო ფინანსური კრიზისის და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოს მიუხედავად შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა, ფინანსური მდგრადობა იმდაგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ დაკარგულა მეანაბრეების თანხა, რაც არის მთავარი ამოცანა საზედამხედველო სამსახურის.


მნიშვნელოვანია ამ საქმეში საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი.დღევანდელი ჩვენების მიცემის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს“,-აღნიშნა ქადაგიძემ.


ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს ნებისმიერ კითხვას, „განსაკუთრებით თუკი ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს“.


გიორგი ქადაგიძე 2006-2009 წლებში ეროვნულ ბანკში ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხეველობის სამსახურს ხელმძვანელობდა. 2009-2016 წლებში კი სების პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.


სხვა სიახლეები