• Ƀ/$

Nissan Leaf-ის გაყიდვებმა 400 000-ს გადააჭარბა

8 მარტი 18:06 | ტექნოლოგიები

Nissan Leaf გახდა პირველი ელექტრომობილი, რომლის გლობალურმა ჯამურმა გაყიდვებმა 2019 წლის პირველი იანვრისთვის 400 000-ს გადააჭარბა.

იაპონური ავტომწარმოებლის ელექტრომობილი, თავისი გაბარიტებისა და ფასის გათვალისწინებით 2018 წლამდე ყველაზე პოპულარულ ელექტრომობილად რჩებოდა. $30 000-ად 172 კმ-ს გავლა არც ისე ბევრ მოდელს შეეძლო. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 243 კმ-მდე გაიზარდა, მის გაძლიერებულ $36 500-იან ვერსიაში კი 360 კმ-მდე. თუმცა 2017 წლის ბოლოდან ბაზარზე უკვე Tesla model 3 ჩნდება. 2018 წელს მხოლოდ აშშ-ში 146 000 Tesla model 3 გაიყიდა, Nissan Leaf კი მხოლოდ 86 000. თუ Tesla-მ თავის გაყიდვები რადიკალურად არ გაზარდა 2020 წლისთვის Nissan Leaf 500 000-იანი ჯამური გაყიდვით კვლავ პირველ ადგილზე უნდა იყოს.


სამომავლოდ კი თუ Nissan-ს ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს, ან ფასები უნდა შეამციროს, ან კილომეტრაჟი გაზარდოს ან დამუხტვის დრო შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას Tesla model 3 ჩაანაცვლებს.


მსგავს თემაზე:

NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ


Tesla ახალი Model Y-ის წარმოებას იწყებს



სხვა სიახლეები