• Ƀ/$

ქართული ღვინო ლონდონის გამოფენაზე წარადგინეს

11 მარტი 12:56 | ეკონომიკა

ლონდონში 10-11 მარტს ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა ,"RAW WINE” იმართება, რომელშიც საქართველოდან  ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ. 

გამოფენას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში წარმოდგენილნი არიან შემდეგი მწარმოებლები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის ღვინის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „ახმეტის ღვინის სახლი“, „მეღვინეობა ანაპეა“, „ალექსანდრეს ღვინის მარანი“, „ბაიას ღვინო“ და „მეღვინეობა ართანა“.


გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან.


გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.


მსგავს თემაზე:

ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-19 ადგილზეა


BBC ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს


ღვინის საექსპორტო ფასი 7.4%-ით გაიზარდა


14-მა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა საკუთარი პროდუქცია იაპონიის გამოფენაზე წარადგინა



სხვა სიახლეები