• Ƀ/$

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 14 000%–ით გაიზარდა

11 მარტი 13:37 | ეკონომიკა

EastFruit–ის ანალიტიკოსების მონაცემებით, იანვარში საქართველოდან უცხოურ ბაზრებზე 847 ტ ვალში გავიდა. იგივე წყაროს ცნობით, ეს მოულობა/თვეში რეკორდული მონაცემია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში.

შედარებისთვის, 2018 წლის იანვარში საქართველოდან სულ მხოლოდ 6 ტ ვაშლი გავიდა, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ამ ხილის ექსპორტი 140–ჯერ გაიზარდა.


„საქართველოში ვაშლის წარმოების ზრდის გამო, შიდა ბაზარზე შემოდგომაზე ფასები მკვეთრად დავარდა და დღესაც დაბალ ნიშნულზე ივაჭრება. ამდენად, საქართველო იძულებულია საგარეო ბაზრები მოძებნოს. ბუნებრივი არჩევანი რუსეთის ბაზარზე კეთდება, სადაც ხარისხზე არ არის დიდი მოთხოვნა, სარეალიზაციო ფასი კი მაღალია იმ პირობებში, როცა ე.წ. „ანტისანქციების“ გამო კონკურენცია დაბალია. შედეგად, საქართველოდან ექსპორტირებული ვალშის 92% რუსეთის ბაზარზე მოდის“, – ამბობს ანდრეი იარმაკი, გაეროს სურსათისა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი.


„ჩვენი შეფასებით, სეზონის პირველ ნახევარში (აგვისტო–იანვარი) საქართველოდან 2,6 ათასი ტონა ვალში გავიდა, რაც 30–ჯერ აღემატება წინა სეზონის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, რუსეთში ექსპორტი 100–ჯერ გაიზარდა“, – აღნიშნავს ექსპერტი.


რუსეთის გარდა, ქართული ვაშლი წარმატებით გადის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის ბაზრებზე. სეზონის დასაწყისში ადრეულ ვაშლს ყაზახეთი ყიდულობდა.


ქართული ვაშლის ექსპორტის შესახებ დეტალური მონაცემები სამშაბათს, 12 მარტს დაგეგმილ ეროვნულ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი – „საქართველოს ხილი და კენკრა: წარმოებისა და მარკეტინგის ეფექტიანობა“, რომელიც თბილისში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან FAO, ევროპის რეკონსტრქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირის ინიციატივების EU4Business-ის მხარდაჭერით.


სხვა სიახლეები