• Ƀ/$

თურქეთის ეკონომიკა რეცესიაშია

11 მარტი 14:34 | ეკონომიკა

თურქეთის ეკონომიკა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, რეცესიაში შევიდა: ქვეყნის მშპ მიყოლებით 2 კვარტლის განმავლობაში მცირდება სავალუტო კრიზისისა და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი აწევის ფონზე.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

2018 წლის მეოთხე კვარტალში თურქეთის მშპ–მა 2,4% დაკარგა, ივლისი–სექტემბრის სეზონური რყევების შემდეგ, როდესაც მშპ 1,1%–ით შემცირდა. ამის შესახებ ორშაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებშია ნათქვამი.

ამასთან, წლიურ გამოსახულებაში, წინა წლის ბოლო კვარტალში თურქეთის მშპ 3%–ით არის შემცირებული, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელი კი მხოლოდ 2,5%–ს შეადგენდა.

მთლიანობაში, 2018 წლის განმავლობაში თურქეთის მშპ–ის ზრდა 2017 წლის 7,4%–დან 2,6%–მდე შემცირდა.

თურქეთში მარტში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა ჩატარდეს. ექსპერტების ვარაუდით, სამთავრობო ძალებისადმი მოსახლეობის ნდობა შეიძლება ცუდმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეარყიოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთში ეკონომიკის ვარდნა შესაძლოა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდეს.


მსგავს თემაზე:

თურქულმა ლირამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა


გაცვლის თუ არა თურქეთი ლირას ამერიკელ პასტორში?


ლირა გაუფასურებას განაგრძობს, კურსმა 6.66-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები