• Ƀ/$

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის კაპიტალი სრულადაა შევსებული

11 მარტი 17:07 | ეკონომიკა

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი ამ ეტაპზე სრულად არის შევსებული. ამის შესახებ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ორშაბათს, 11 მარტს ავრცელებს.

კონსორციუმის ცნობით, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის $620 მლნ უკვე მობილიზებულია.


პორტის ინვესტორთა შორის არიან: თიბისი ჰოლდინგი - $70 მლნ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები - $400 მლნ, საინვესტიციო ფონდი - $100 მლნ, SSA Marine - $20 მლნ, სხვადასხვა სართაშორისო ფონდი - $30 მლნ.


კონსორციუმში ამბობენ, რომ კაპიტალის სრულად შევსება არ ნიშნავს ფინანსურ დახურვას.


კომპანიის განამრტებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების $400 მილიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს.


მსგავს თემაზე:

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება


სახელმწიფოს ანაკლიის პორტში 60 მლნ-მდე აქვს ინვესტირებული



სხვა სიახლეები