• Ƀ/$

ვარდნის შემდეგ Boeing-ის კაპიტალიზაციამ ზრდა დაიწყო

12 მარტი 10:00 | კომპანიები

ეთიოპიაში Boeing 737-ის ჩამოვარდნის შემდეგ, რასაც ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა ამერიკული საავიაციო კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად, 12%-ით $422-დან $371-მდე დაეცა, თუმცა რამდენიმე საათში $400-მდე გაიზარდა. 

მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო საწარმო უილიამ ბოინგმა 1916 წელს სიეტლში დააარსა. ის ბაზარზე პირველია. მისი კაპიტალიზაცია $226 მლრდ-ს შეადგენს, რაც მეორე გიგანტზე, ფრანგული წარმოშობის Airbus-ზე 2.3-ჯერ მეტია. ბოინგის შემოსავალმა 2018 წელს $101 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება $10.4 მლრდ-ს შეადგენდა. მისი აქტივების ღირებულება $157 მლრდ-ა, დასაქმებულთა ოდენობა კი 157 ათასი.



ბოინგის მთავარი ხაზი სამოქალაქო თვითმფრინავებია, 2018 წელს მან ბაზარს 806 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა, მაგრამ იმავე პერიოდში ბოინგმა 96 სამხედრო თვითმფრინავისა და 2 კოსმოსური სატელიტის დამზადებაც შეძლო.


მსგავს თემაზე:

საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილების პირველი პროდუქცია „Boeing“-მა შეისყიდა


მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა



სხვა სიახლეები