• Ƀ/$

ქვეყნები ქალებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვების მიხედვით

12 მარტი 15:29 | ანალიტიკა

არჩევნებში საყოველთაო ხმის მიცემის უფლება დღეს ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, მაგრამ 1 საუკუნის წინ ასე არ იყო. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვეს.

პირველი სახელმწიფო, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა ახალი ზელანდია იყო. ეს მოხდა 1893 წელს. მას მალევე 1903 წელს ავსტრალია მიჰყვა, 1907 წელს კი ნორვეგია.


საყოველთაო ხმის მიცემის უფლება საქართველოში 1918 წელს დაკანონდა, ეს უფლება ქალებმა 1919 წლის არჩევნებზეც გამოიყენეს, დამფუძნებელ კრებაში 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო, რაც იმ დროინდელ ევროპაში იშვიათობას წარმოადგენდა. ქალისა და კაცის კანონის წინაშე თანასწორობას 1921 წლის კონსტიტუციაც ადასტურებდა, რომელმაც მხოლოდ 4 დღე იმუშავა. საქართველოს რომ დამოუკიდებლობა უფრო ადრე მოეპოვებინა, ხმის მიცემის უფლებაც სავარაუდოდ უფრო ადრე გახდებოდა საყოველთაო.


ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ესპანეთსა და პორტუგალიაში 1931 წელს გახდა შესაძლებელი, საფრანგეთში 1944 წელს, იტალიაში კი 1945 წელს. აღსანიშნავია, რომ დასავლლეთ ევროპის ქვექნების ნაწილს კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასწრო.


ამერიკის კონტინენტზე პირველი ქვეყანა სდაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის ნება დართეს იყო კანადა 1917 წელს, მას აშშ მოჰყვა 1920 წელს. ლათინურ ამერიკაში პროცესი 60-იან წლებამდე გაგრძელდა.


აზიის ქვეყნებიდან მოწინავე იყო მიანმარი - 1922 წელი, 2 წლის მერე მას მონღოლეთი და ყაზახეთი მიჰყვა. იაპონიაში მსგავსი უფლება ქალებმა მხოლოდ 1945 წელს მოიპოვეს, ჩინეთში 1947 წელს, კორეაში 1948 წელს, ინდოეთში კი 1950 წელს.


აფრიკაში პროცესი 1919 წელს კენიამ დაიწყო და 80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.


უკანასკნელი ქვეყანა სადაც 2011 წელს ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცათ იყო საუდის არაბეთი, თუმცა მონარქიულ ქვეყანაში ეს უფლება კაცებისთვისაც ნომინალურია და მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გამოიყენება.    


მსგავს თემაზე:

კვოტირება გამოსავალია? რუანდაში დეპუტატთა 61% ქალია, თუმცა საქართველოზე 5.2-ჯერ ღარიბია



სხვა სიახლეები