• Ƀ/$

10-დან 7 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ინდოეთში მდებარეობს

16 მარტი 11:00 | ანალიტიკა

გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა, მაგრამ მისით ყველაზე მეტად განვითარებადი ინდუსტრიული სახელმწიფოების მოსახლეობა ზარალდება. მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 7 ინდოეთშია.

პირველი 20 ყველაზე დაბინძურებულ ატმოსფეროიანი ქალაქიდანაც 15 ინდოეთში მდებარეობს, 2 ჩინეთში, 2 პაკისტანში და 1 ბანგლადეშში.


ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ინდური გურუგრამი დასახელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ამ ნიუ დელიდან 30 კილომეტრში მდებარე 1 მილიონიან ქალაქში ატმოსფერული დაბინძურების დონე, კრიტიკულ ზღვარს 13-ჯერ აღემატება.  


ამ არასახარბიელო რეიტინგში მეორე ადგილსაც ინდური ჰაზიაბადი, მესამე ადგილს კი პაკისტანის ფაისლაბადი იკავებს.


კვლევა მტვრის ნაწილაკების რაოდენობის გაზომვას ეყრდნობა. მათი სისქე თმის ღერზე 20ჯერ ნაკლებია, ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში კი გამოდევნა თითქმის შეუძლებელი. გარემოს დაბინძურებაზე ლაპარაკისას უმეტესწილად აქცენტი ავტომობილისა და ქარხნების გამონაბოლქვზე კეთდება. CO2 გლობალურ დათბობაზე პირდაპირ მოქმედებს და სათანადო ზომების მიღების გარეშე პლანეტას კატასტროფულ შედეგებს უქადის, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს მცირე ზომის მტვრის ნაწილაკები უფრო მოქმედებს, რომელიც ბევრად უფრო მავნებელია ვიდრე თამბაქოს კვამლი.


ბოლო პერიოდში საკამათო გახდა ისიც, თუ რამდენად იაფია ეკოლოგიის ხარჯზე დაზოგილი თანხების შედეგად დამზადებული პროდუქტი. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც კი დაავადებული ადამიანების მკურნალობასა და შრომისუნარიანობის აღდგენა-შენარჩუნებაზე ასობით მილიარდი დოლარი იხარჯება. გლპბალური დათბობა და მისგან გამოწვეული პრობლემები კიდევ სხვა თემაა.  


ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქი კანპური, აგრეთვე ინდოეთში მდებარეობს.


მსგავს თემაზე:

ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპაში წლიურად 400 000-ს აღწევს


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია


გარემოს დამბინძურებელ კომპანიებს კომპენსაციის გადახდას დაავალდებულებენ


ინდოეთში მაღალი ნომინალის კუპიურების აკრძალვამ არ გაამართლა



სხვა სიახლეები