• Ƀ/$

2 თვეში ექსპორტი 13.2%-ით გაიზარდა

13 მარტი 11:33 | ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  2019 წლის იანვარ-თებერვალში $1.74 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოფის მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

პირველ 2 თვეში ექსპორტი 13.2%-ით $505 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 0.1%-ით $1.235 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მთლიანი ბრუნვის 41.9% - $730 მლნ შეადგინა.


რაც შეეხება უშუალოდ თებერვლის მონაცემებს, თებერვალში ექსპორტმა $266 მლნ შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $39 მლნ-ით მეტი, ხოლო იმ[პორტმა $642 მლნ, $4 მლნ-ით მეტი ვიდრე 2018 წლის თებერვალში.


საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 მარტს გამოაქვეყნებს.


მსგავს თემაზე:

სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ იანვარში $827 მლნ-ს მიაღწია


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით 5 წლიან მინიმუმამდე შემცირდა



სხვა სიახლეები