• Ƀ/$

თაბორის მთაზე სასტუმრო აღარ აშენდება

13 მარტი 14:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა,  თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის.


„ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა ჩემი მეგობარია, მე დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა და, ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე დედაქალაქის ინტერესებია.


ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის კონკრეტული არქიტექტურული გეგმარებითი დავალება,  რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც მას ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და კონკრეტული პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა და აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხს გადახედავს.


კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის მოგვარებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაციით გეგმავს. 


სხვა სიახლეები