• Ƀ/$

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-მდე შემცირდა

13 მარტი 15:17 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების 6.5%-მდე  შემცირების შესახებ. 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად 73 652 პირის სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელთა ხელშეკრულებაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა მიბმული შესაბამისად 0.25%-ით შემცირდა.


სების შეფასებით ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა.


საგარეო მოთხოვნის დადებითი ტენდენციები 2019 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი. ამავე დროს იმპორტის ზრდა მოკრძალებულია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება. წლის პირველი თვეების განმავლობაში შეიმჩნევა საცალო დაკრედიტების გარკვეული შენელება, თუმცა, ამავე დროს, სახეზეა ბიზნესის დაკრედიტების გააქტიურებაც. 


მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 1 მაისს გაიმართება.


სხვა სიახლეები