• Ƀ/$

ფინანსთა სამინიტრომ 52 960 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

13 მარტი 16:01 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტმა საბაჟო გამშვებ პუნქტსა და სამეგრელოს რეგიონში მიაკვლია. სულ ამოღებულია 52 960 ღერი (2648) კოლოფი დაუდეკლარირებელი სიგარეტი 

8-12 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა  და აზებაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური  და მათი  მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში 13 760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და  სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და ჭითაწყაროში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 39 200 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


შემოსავლების სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით ონტრაბანდული სიგარეტის წილი 1.5%-ს არ აღემატება.


 


მსგავს თემაზე:

10 მილიარდი საკვებსა და სიგარეტში


აზერბაიჯანში სიგარეტზე სააქციზო გადასახადი გაიზარდა



სხვა სიახლეები