• Ƀ/$

Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეშიც შეიზღუდა

13 მარტი 16:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. 

სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.


საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.


10 მარტს ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის შემდეგ ევროპის ქვეყნებში მსგავსი ტიპის თვითმფრინავებით ფრენა შეიზღუდა.


მსგავს თემაზე:

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა


ორ თვეში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 625 ათასს გადააჭარბა


ვარდნის შემდეგ Boeing-ის კაპიტალიზაციამ ზრდა დაიწყო



სხვა სიახლეები