• Ƀ/$

გონიო-კვარიათის სანაპიროზე 80-მდე უკანონო ნაგებობას აიღებენ

13 მარტი 18:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებს ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვა.

თვითნებურად ჩადგმული ობიექტების დემონტაჟი 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთვევაში მეპატრონეები 1000-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდებიან, ხოლო ობიექტების დემონტაჟს შესაბამისი უწყებები განახორციელებენ.


2019 წლიდან, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სეზონურად ტერიტორია აუქციონზე გამოვა და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. ესკიზი შეთანხმებული უნდა იყოს მერიასთან. თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, პლაჟზე ინფრასტრუქტურა მოძველებული და უსახურია, ამიტომ უნდა მოხდეს მისი განახლება.


მსგავს თემაზე:

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით მოძრაობა აიკრძალა


აჭარაში ტურისტულ ობიექტებში საინფორმაციო სტენდები განთავსდება



სხვა სიახლეები