• Ƀ/$

დროში მოგზაურობა - სამეცნიერო ფანტასტიკა თუ შორეული მომავალი?

16 მარტი 14:00 | ტექნოლოგიები

რამდენდაა შესაძლებელი დროში მოგზაურობა? შეძლებს კი ოდესმე ადამიანი დროის მანქანის აგებას თუ ის სამუდამოდ ფანტასტიკის სფეროდ დარჩება? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი მილიარდობით ადამიანს აინტერესებს.

კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერის ისააკ ნიუტონის (1643-1727) აზრით, დრო აბსოლუტური იყო, ის ერთნაირად იზომებოდა დედამიწაზეც, მარსზეც და სხვა ნებისმიერ პლანეტაზეც, ობიექტის მოძრაობის სიჩქარეს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გრავიტაციის ძალის აღმომჩენი, პლანეტარული მოძრაობის თეორიის ჩამომყალიბებელი, სარკიანი ტელესკოპის - რეფლექტორის გამომგონებელი ცდებოდა. რაც უფრო ჩქარა მოძარაობს სხეული მით ნელა გადის დრო. დრო ასევე ნელდება გრავიტაციის ზრდასთან ერთად.


ფიზიკური გადაადგილების გარეშე ადამიანებს წარსულთან შეხება ყოველდღიურად გააჩნიათ. როცა მთვარეს ვუყურებთ მას 1.28 წამის დაგვიანებით ვხედავთ, მზეს კი 8.33 წუთის დაგვიანებით. არსებული ცოდნით სამყაროში ყველაზე სწრაფი სინათლეა, მაგრამ მასაც სასრული სიჩქარე გააჩნია - 300 000 კმ/წმ. მთვარემდე საშუალო მანძილი 384 კილომეტრია, მზემდე 150 მილიონი კილომეტრი, შესაბამისად სინათლეს 300 000 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობისას მთვარიდან დედამიწამდე მოსაღწევად 1.28 წამი სჭირდება, მზიდან კი 8.33 წუთი. თეორიულად 3 მეტრში მდებარე საგანსაც კი მეასმილიონედე წამის დაგვიანებით აღვიქვამთ, მაგრამ პრაქტიკულად დედამიწაზე სინათლის სიჩქარე შესაძლოა მყისიერად ჩავთვალოთ, რადგან მაქსიმალური დრო რასაც სინათლე დედამიწის 2 წერტილს შორის გავლას მოანდომებს 1/15 წამია. მაგრამ ის რისი უგულებელყოფაც დედამიწაზე გამართლებულია დაუშვებელია კოსმოსში.


უახლოესი ვარსკვლავი ალფა კენტავრი 4.3 სინათლის წლით (40 ტრილიონი კილომეტრი) დაშორებით მდებარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  მას 4.3 წლით დაგვიანებით ვუყურებთ და მასზე რამე რომ მოხდეს მხოლოდ 4.3 წლის შემდეგ გავიგებთ.


ბეთელჰეიზე მზეზე რადიუსით 900-ჯერ და სიკაშკაშით 150 000-ჯერ დიდი ვარსკვლავია, ასტრონომები მის ზეახლად აფეთქებას ელიან, თუმცა შესაძლოა ის უკვე 100 ან 300 წლის წინ აფეთქდა კიდეც, მაგრამ მის შესახებ ჯერ ვერაფერს გავიგებთ, რადგან ვარსკვლავამდე მანძილი 640 სინათლის წელია და მისი აფეთქება დედამიწიდან შესაბამისად 640 წლის შემდეგ გამოჩნდება. პირობითად თუ ის ამერიკის აღმოჩენის წელს აფეთქდა დედამიწაზე ის მხოლოდ 2132 წელს გამოჩნდება.


რეალურად 640 სინათლის წელი ასტრონომიულ მასშტაბებში არაფერია, ერთ-ერთი მეზობლის ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი 2.52 მლნ სინათლის წელია, შორეულ გალაქტიკებამდე კი 10 მლრდ-ზე მეტი. დედამიწაზე მდგარი ზოგიერთი ძლიერი ტელესკოპი აფიქსირებს ისეთ შორეულ ადრეულ ვარსკვლავებს რომლებმაც ნათება მილიარდობით წლის წინ შეწყვიტეს.


შორეული ობიექტიდან წამოსული სინათლე ერთია და რეალური მოგზაურობა მეორე. სიჩქარის ზრდასთან ერთად დროც ნელდება, ოღონდ ეს ძალიან დიდ სიჩქარეებზე მუშაობს. კოსმოსურ სადგურზე გატერებული 1 წელი კოსმონოვტის საათს 1 წამზე ნაკლებით ანელებს. კოსმოსური სადგური 7.7 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, ეფექტი სულ სხვა იქნება სინათელსთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობისას. ასეთ შემთხვევაში კოსმოსურ ხომალდში გატარებული 1 წელი დედამიწაზე ათასობით წლის გასვლას უდრის. თუმცა აქ 2 პრობლემაა. 1) ადამიანის ხელით შექმნილმა ყველაზე ჩქარმა კოსმოსურმა ობიექტმა, მზის მიმართულებით გაგზავნილმა Parker-მა რამდენიმე წლის მერე უნდა მიაღწისო 201 კმ/წმ-ს, რაც თითქმის 150 000-ჯერ ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე. 2) მომავალში გადასვლა შეიძლება, მაგრამ შემდეგ ისევ წარსულში დაბრუნება უკვე აღარ.


წარსულში დაბრუნების შეუძლებლობა წარსულის შეცვლის პარადოქსით აიხსნება. თუ მაგალითად 2019 წელს ადამიანი 2015 წელში დაბრუნდა და თავი მოიკლა, ვიღებთ ამოუხსნელ კაზუსსს, რადგან შეუძლებელია 2015 წელს გარდაცვლილი ადამიანი 2019 წელს ცოცხალი იყოს და სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდეს. ერთ ადამიანზე მოყვანილი მაგალითი შეიძლება განზოგადდეს, წარსულში ფიზიკურად დაბრუნება ისტორიის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა. თანამედროვე იარაღით 1921 წლის თებერვალში დაბრუნება მომხიბვლელი ჩანს, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია და საღ აზრსაც ეწინააღმდეგება. ასეთი პარადაქსის თეორიულ დაშვებასაც კი მხოლოდ მაშინ ექნება აზრი თუ მსგავსი ტექნოლოგიები დაპირისპირებული მხარეებიდან მხოლოდ ერთს ექნება.


წარსულში რეალურად დაბრუნების შეუძლებლობის მიუხედავად ფიზიკოსები ვირტუალურად დაბრუნებას უფრო რეალურად მიიჩნევენ, როდესაც ადამიანი უბრალოდ დამკვირვებლის პოზიციაში იქნება და ვერ ჩაერევა ვერც პირამიდების მშენებლობაში და ვერც ტროას ომში.


თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი მაჩიო კაკუ, თავის წიგნში „ფიზიკა შეუძლებელი მოვლენების შესახებ“ დღეისთვის შეუძლებელ მოვლენებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდება: ლაზერული თოფები, უცხო პლანეტელებთან კომუნიკაცია, ტელეპორტაცია, ტელეპათია, დროში მოგზაურობა, მუდმივი ძრავა... სირთულის მიხედვით სამი კლასის შეუძლებლად ყოფს. დროში მოგზაორობას კი მეორე კლასის - საშუალო სირთულის, შეუძლებლად მიიჩნევს.


მსგავს თემაზე:

სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე


აშშ სამეცნიერო კვლევებში გერმანიაზე 4.3-ჯერ და რუსეთზე 12-ჯერ მეტს ხარჯავს


ყალბი ამბები მეცნიერებასაც უტევს


ტელეპორტაცია - მომავლის ტექნოლოგია თუ სამეცნიერო ფანტასტიკა?


ნიკოლა ტესლა - მითები და სინამდვილე მეცნიერის შესახებ



სხვა სიახლეები