• Ƀ/$

ნავთობი 4 თვის მაქსიმუმზეა

14 მარტი 10:24 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ზედიზედ მეოთხე დღეა, ძვირდება. მიზეზად აშშ–ში სასაქონლო მარაგების მოულოდნელი შემცირება და OPEC-ის შეთანხმების გაგრძელების პერსპექტივა სახელდება.

Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დილიდან 0,41%–ით გაიზარდა და ბარელზე $67,83–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, აპრილში მიწოდების პირობით ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,26%–ით არის გაზრდილი და ბარელზე $58,41 ფიქსირდება.


სხვა სიახლეები