• Ƀ/$

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხის შემოწმებისას მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ აღმოაჩინა

14 მარტი 13:47 | ეკონომიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის მონიტორინგი გააფართოვა. თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტი ნიმუშს ითვალისწინებს.

ტენდენცია ცალსახაა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს და დარღვევები არ ფიქსირდება. გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.  გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. 


სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება.


უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.


მსგავს თემაზე:

საოკუპაციო ხაზის პირას მდებარე სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი


გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება


წყალმომარაგების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მლნ ლარით 2019 წელს 85 პროექტი განხორციელდება


ქართული წყალი აზიის წყლის საბჭოს გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე წარადგინეს



სხვა სიახლეები