• Ƀ/$

ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს

14 მარტი 14:52 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების ბაზარზე პოზიციების გამყარება Audi-საც სურს. Voklswagen-ის ჯგუფში შემავალი კონცერნის მიზანია 2025 წლამდე 30 მოდელი ელექტრომობილის გამოშვება, რომელთა წილიც გაყიდვებში 7%-ს გადააჭარბებს. 

Audi-სთვის 7% მინიმალური სამიზნე მაჩვენებელია, საშუალო კი 8.5%-ს შეადგენს, თუმცა ოპტიმისტური პროგნოზით წილმა შესაძლოა 10%-საც გადააჭარბოს.

ბევრია თუ ცოტა 7 ან 10 პროცენტი? უკვე 2018 წელს ამ მაჩვენებელმა ისლანდიაში 19%-ს, ხოლო ნორვეგიაში 49%-ს მიაღწია, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა გერმანიაში, სადაც ელექტრომობილების გაყიდვების წილს 2018 წელს 1.9%-ისთვის არ გადუჭარბებია. თუმცა ვითარება ნელ-ნელა იცვლება და გერმანული ავტომწარმოებლები მომდევნო 3 წლის განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიაში $45 მლრდ-ს ინვესტირებას გეგმავენ. Audi ერთ-ერთი მათგანია.


მსგავს თემაზე:

NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით მოძრაობა აიკრძალა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს



სხვა სიახლეები