• Ƀ/$

ევროპა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად აღარ მიიჩნევს

14 მარტი 16:49 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთ–ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად მოსკოვი ბრიუსელის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის. მას მხარი 402–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 163, ხოლო 89–მ თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი ვეღარ იქნება ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო. კერძოდ, საუბარია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე, უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულობასა და საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე.


„ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტი რუსეთისგან მოითხოვს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულებას და მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.


სხვა სიახლეები