• Ƀ/$

საგარეო მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს პრიორიტეტულ პროექტად ასახელებს

14 მარტი 17:33 | ეკონომიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი: როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს მთავრობა არ უჭერდეს მხარს პროექტს და ის ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების სიაში წარადგინოს?!

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.


„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ეს პროექტი შეტანილია აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომაზე განვიხილავთ და ვახსენებთ - რა პროგრესია ამ პორტის მშენებლობასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


დავით ზალკალიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს ყველა იმ განცხადების ტექსტები, რომლებიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთეს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ფორუმებზე.


მსგავს თემაზე:

სახელმწიფოს ანაკლიის პორტში 60 მლნ-მდე აქვს ინვესტირებული


ანაკლიის პორტის პირველი ფაზის კაპიტალი სრულადაა შევსებული



სხვა სიახლეები