• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრმა Toshiba-ს საქართველოში წარმოების დაწყება შესთავაზა

15 მარტი 10:05 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია იაპონიაში „ტოშიბა“-ს უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა, რა დროსაც იაპონური კომპანიის შეფს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. 

შეხვედრაზე აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.


ქართულმა მხარემ „ტოშიბა“-ს პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათაო ოფისის ამოქმედება შესთავაზა. იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა აღნიშნული შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მასზე დაყრდნობით მოკვლევას განახორციელებს.


შეხვედრაზე „ტოშიბა“-ს წარმომადგენელმა გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იაპონური კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ამდენად, „ტოშიბა“ გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს. 


უმსხვილესი იაპონური კომპანია Toshiba 1875 წელს დაარსდა. მისი წლიური ბრუნვა $50 მლრდ-ს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 188 000-ს აღწევს.


მსგავს თემაზე:

ქართულმა ღვინომ იაპონიაში ბრილიანტის ჯილდო მიიღო


კრემლი იაპონიისთვის კურილების გადაცემის საკითხს აღარ განიხილავს



სხვა სიახლეები