• Ƀ/$

აღმაშენებელი და სოსლანი – ვინ არიან ზელანდიელი ტერორისტების იარაღზე დაწერილი სხვა მხედართმთავრები?

15 მარტი 13:02 | ანალიტიკა

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის ადგილიდან, რომელსაც 49 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ბრიტანული საანგენტოს dailymail-ის მიერ ტერორისტების იარაღის ფოტოები გავრცელდა, სადაც ქართული წარწერებიც იკითხება.

მჭიდებზე ქართული ასოებით 2 ქართველი მხედართმთავრის სახელი წერია: „დავით აღმაშენებელი“ და „დავით სოსლანი“. თუმცა, მათ გარდა სხვადასხვა ენაზე კიდევ რამდენიმე ისტორიული პიროვნების სახელია წაწერილი. მათ ერთი რამ აერთიანებს – სხვა და სხვა დროს ყველას მუსლიმანურ სამყაროსთან იარაღით დაპირისპირება უხდებოდა.


ფოტოზე აღმაშენებლის შემდეგ ლათინურად დიმიტრი სენიავინის სახელი იკითხება. დიმიტრი სენიავინი (1763-1831) რუსეთის გენერალი და ადმირალი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული 1787 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში, 1807 წელს კი ეგეოსის ზღვაში ათონის ბრძოლაში ოსმალეთის ფლოტი გაანადგურა. მოგვიანებით მისი სახელი რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო ხომალდებს ეწოდა.  


შემდეგია სერბან კონტაკუზინო – სასულიერო პირი და ამავე დროს სამხედრო სტრატეგი. წინააღმდეგობას უწევდა ოსმალეთის იმპერიას და მონაწილეობას იღებდა ვენის დაცვაში.


ედვარდ კონდრიგტონი (1770-1851) ბრიტანელი ადმირალი, მონაწილეობდა ტრაფალგარისა და ნავარინოს ბრძოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრაფალგარის ბრძოლა მსოფლიოს უდიდესი ბრძოლების სიაშია შესული ამ შემთხვევაში უნფრო მნიშვნელოვანი ნავარინოს ბრძოლაა, რადგან მეორე დაპირისპირებულ მხარეს ოსმალეთის იმპერია წარმოადგენდა. 1827 წელს საზღვაო ომში ოსმალეთის არმადა განადგურდა.


მარკო ანტონიო ბრაგადინი (1523-1571) ვენეციელი სამხედრო, ასევე წარმატებით იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.


ერნესტ რუდიგერ სტრამბერგი (1899-1956) ავსტრიელი ნაციონალისტი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ სიტუაციაში გასარკვევად უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.


სხვა სიახლეები