• Ƀ/$

სამშენებლო კომპანიებს წყალმომარაგების პროექტები გააცნეს

15 მარტი 16:34 | ეკონომიკა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივი კომპანიებისთვის ღია კარის დღე გამართა და მათ საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსებული 23 პროექტი გააცნო.

,,მსგავსი ფორმატის შეხვედრა მუშაობის პროცეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენ მოვიწვიეთ, როგორც საერთაშორისო  კომპანიები,  რომლებიც არიან  ბაზარზე, ასევე ის ადგილობრივი კონტრაქტორები, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში. ქართულ კომპანიებს  აქვთ უკვე საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგროვილი. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ადგილობრივი კომპანია მიიღებს მონაწილეობას და  ტენდერები წარმატებით ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო არეალის კიდევ უფრო გაფართოვებას და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტბის დაწყებას. ამ პროექტებში ვგულისხმობ როგორც საპროექტო მომსახურებას, ასევე მშენებლობის ნაწილს’’-აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.


სხვა სიახლეები