• Ƀ/$

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Google-თან თანამშრომლობას აღმავებს

15 მარტი 17:35 | ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა  Google-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და თანამშრომლობის გაღმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა Google-ის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით  თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ჩვენ  უფრო მეტად მოვახდენთ ბაზრების იდეტიფიცირებას და მიზნობრივი აუდიტორიებისთვის  მარკეტინგული არხებით საჭირო შეტყობინების მიწოდებას, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა შეძლოს."-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.


"დღეს ჩვენ  ბევრ ახალ იდეაზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგული კამპანიის დროს მომზადდება მონაცემთა ბაზა, ჩატარდება კვლევა და  გაანალიზდება თუ  რა ტიპის ტურისტები გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას, რა მიზნით ჩამოდიან ისინი თქვენს ქვეყანაში და რა კონკრეტული სარგებელი დარჩება საქართველოს ეკონომიკას.  ამ ყველაფერს მსოფლიოში ბევრი კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს.  ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგი პროექტი იქნება საქართველოსთვის."


განაცხადა  Google Ukraine-ის ხელმძღვანელმა დმიტრო შოლომკო.


მსგავს თემაზე:

თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +5.1%-ით გაიზარდა


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CNN-თან და BBC-თან თანამშრომლობას აგრძელებს



სხვა სიახლეები