• Ƀ/$

Tesla model Y-ის ფასი $39 000-დან დაიწყება

17 მარტი 12:00 | ტექნოლოგიები

ტესლამ თავისი ახალი ელექტრომობილი, ქროსოვერის ტიპის Model Y 14 მარტს კალიფორნიაში წარადგინა. მისი გაყიდვები 2021 წლიდან დაიწყება. საწყისი ფასი კი $39 000 იქნება.

$39 000-იან მოდელს ერთ დამუხტვაზე 370 კმ-იანი რესურსი ექნება, გაძლიერებული $47 000-იან მოდელს კი 112 კმ-ით მეტის, 482 კილომეტრის. მონაცემები ძალიან ახლოსაა Tesla model 3-თან, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციის მოდელს 350-დან 500 კმ-მდე მანძილს გავლა შეუძლია.


მართალი გარბენით და ღირბულებით model 3 და model Y ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაგრამ გაბარიტებით ახალი მოდელის ამჟამინდელს მნიშვნელოვნად აღემატება და სალონშიც ბერად მეტი სივრცეა. 


0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას model Y 3.5 წამში შეძლებს, რაც მართალია სარეკორდო ნიშნული არაა, მაგრამ ამ შედეგს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებიდან მხოლოდ სპორტული კლასის წარმომადგენლები ახერხებენ. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს შეიძლება ითქვას, რომ ის სტანდარტულია და 240 კმ/სთ-ს შეადგენს.


 


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით მოძრაობა აიკრძალა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს



სხვა სიახლეები